დასავლეთ საქართველოს ვაზის ავტოქთონური ჯიშების ყურძნის პასპორტები

Abstract
მონოგრაფია ეძღვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ავტოქთონული ჯიშების ყურძნის ქიმიური შედგენილობის შესწავლას, კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით და მიღებული მონაცემების საფუძველზე პასპორტების შექმნას, სადაც აღწერილია ყურძნის ქიმიური შედგენილობის, ჯიშობრივი წარმომავლობისა და წარმოშობის ადგილმდებარეობას შორის დამოკიდებულება. მსგავსი პასპორტიზაცია ვაზის ნაყოფის მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, იქ სადაც ვაზი და ღვინო სოფლის მეურნეობისა და ექსპორტის პრიორიტეტული მიმართულებაა. მონოგრაფია საინტერესო იქნება: საბუნებისმეტყველო და აგრარული, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებების სპეციალისტების, სტუდენტების, ფერმერების და მეწარმეებისათვის